Logo Creative Society შემოქმედებითი
საზოგადოება

შემოქმედებითი საზოგადოების მშენებლობის საფუძვლები და ეტაპები

14 მარტი, 2022
კომენტარები

უკვე აღარავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს ის, რომ საზოგადოებაში გლობალური ცვლილებების ეპოქა დადგა, ცვლილებებისა საკუთარ თავში, როგორც ადამიანში. უკვე ბევრისათვის ცხადია, რომ საზოგადოება ახლა ბოლო ზღვარზე დგას. თითქოს სიცრუეში, ტყუილში, არაადამიანურობაში გაყინული თოვლის ცივი მასაა მთის ციცაბო ფერდობზე, რომელშიც ჩაეფლო მთელი ჩვენი მომხმარებლური ცივილიზაცია. ნუთუ ეს არის მისი მწვერვალი? საზოგადოებრივი ცნობიერების სტრესის ზვავის ჩამოწოლა, რომელიც გამოწვეულია კლიმატური, ეკონომიკური, პოლიტიკური, პანდემიური მიზეზებით, გარდაუვალია. საკითხი მხოლოდ შედეგებშია. როგორ შეგვიძლია ახლა ჩვენ, ადამიანებს, გავუფრთხილდეთ საკუთარ მომავალს? როგორ გადავრჩეთ ჩვენ ყველანი და მინიმუმამდე დავიყვანოთ გარდაუვალი დანაკარგებით გამოწვეული რისკები? გამოსავალი არსებობს!

როგორც ცნობილია, ზვავის ჩამოწოლა უმნიშვნელო ბიძგმა შეიძლება გამოიწვიოს, თუნდაც თოვლზე ერთი ადამიანის დაწოლამაც კი. მაგრამ საითკენ იქნება მიმართული საზოგადოების საერთო მოძრაობა? ეგოიზმისა და ამპარტავნების დამღუპველი უფსკრულისაკენ თუ წყალუხვი შემოქმედებითი მდინარის კალაპოტისაკენ, რომელიც მისცემს საზოგადოებას არსებობის ახალ ფორმას და შექმნის ხელსაყრელ პირობებს ჩვენი ცივილიზაციის მომდევნო თაობებისათვის სიცოცხლის ასაღორძინებლად? სხვას ვის შეუძლია ამ ვექტორის შეცვლა, თუ არა შენ! ეს სტატია არის იმის შესახებ, თუ როგორ გავაკეთოთ ეს.


*     *     *


2019 წლის 11 მაისს ადგილი ქონდა საერთო პლანეტარული მასშტაბის მოვლენას, რომელმაც სათავე დაუდო მთელი მსოფლიოს საზოგადოების გარდაუვალ გლობალურ გარდაქმნებს. პირველად ისტორიაში უზარმაზარი რაოდენობა ხალხისა მთელი მსოფლიოდან ერთად შეიკრიბა ონლაინ – კონფერენციის “საზოგადოება. ბოლო შანსი” ფარგლებში საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობა “ალატრას” პლათფორმაზე. ხალხმა ღიად და გულწრფელად განიხილა ყველა უმწვავესი საკითხი, მთელი კაცობრიობის წინაშე მდგარი. და რაც ყველაზე მთავარია, ამ საკითხთა ღიად და მართბულად დასმის პარალელურად, როგორც ეს სინამდვილეშია, გახმოვანდა ამ პრებლემათა გადაჭრის გზები. ამ უპრეცედენტო მოვლენის შედეგი გახდა საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობა “ალატრას” უნიკალური საერთო მსოფლიო პროექტის – “შემოქმედებითი საზოგადოების” დაბადება. რაშია მისი უნიკალურობა? უწინარეს ყოვლისა იმაში, რომ მოცემული პროექტი წარმოადგენს სასიცოცხლო აუცილებლობას მთელი ჩვენი ცივილიზაციისათვის. არსებითად, ეს ერთადერთი შესაძლო გამოსავალია თვითგანადგურების იმ ეგოისტური, მომხმარებლური ჩიხიდან, რომელშიც კაცობრიობა ახლა იმყოფება. ეს პრეცედენტი და მოვლენათა ჯაჭვი, რომელიც მას მოჰყვა, დამეხმარნენ კიდევ უფრო გამეძლიერებინა ჩემში იმედი იმისა, რომ პირადად ჩემთვის და მთელი კაცობრიობისათვის ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის დაკარგული. 

გასული დროის განმავლობაში, საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობა “ალატრას” მონაწილეთა ერთობლივი ძალისხმევის წყალობით სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ისევე, როგორც მე, შთაგონებულები არიან შემოქმედებითი იდეებით, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. ჩატარდა უამრავი სოციალური გამოკითხა მთელ მსოფლიოში, საერთაშორისო ონლაინ-შეხვედრა, კონფერენცია, ჩაწერილია უამრავი ინტერვიუ, გამოქვეყნებულია ძალიან საინტერესო სტატიები და რეალიზებულია ბევრი სხვა სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტი. ჩვენ მართლაც ბევრი რამ გავაკეთეთ ერთად. მაგრამ, ნათელია, რომ ეს არ არის საკმარისი, რათა ყველას მივაწვდინოთ ხმა.

ამ დროის განმავლობაში უამრავ ადამიანს გავესაუბრეთ მთელ მსოფლიოში, და ყველა, აი, მართლაც, თითოეული, ვისაც ვესაუბრეთ, იმაზე ლაპარაკობდა, რომ მას სჭირდება შემოქმედებითი საზოგადოება, მისთვის ეს მნიშვნელოვანია და ის ისურვებდა ცხოვრებას ასეთ მსოფლიოში.

მთელი ამ დროის განმავლობაში მე იმაზე ვფიქრობდი, მაინც, როგორ დავაჩქაროთ შემოქმედებითი საზოგადოების შესახებ ინფორმაციის გავრცელების პროცესი მთელ მსოფლიოში. როგორ გავერთიანდეთ ჩვენ ყველანი და გავხადოთ ჩვენი ძალისხმევა კიდევ უფრო ეფექტური? როგორ მივაწვდინოთ ეს ინფორმაცია, ეს შესაძლებლობა ყველა ადამიანს დედამიწაზე? დრო ხომ არ ითმენს! ჩვენ უკვე არც მეტი, არც ნაკლები, რვა მილიარდი ადამიანი ვართ, და ეს თითოეულს გვეხება. ახლა რომ არ ვიღონოთ რაიმე, კიდევ ცოტაც და უბედურების ზვავი გვშთანთქავს ჩვენ ყველას. როგორ მოვიქცეთ?

ჩვენ, მეგობრებთან ერთად, ამ კითხვებზე პასუხები პატივცემულ იგორ მიხეილის ძე დანილოვთან საუბრის დროს მივიღეთ. როგორც ყოველთვის, იგორ მიხელის ძემ, დიდი მოთმინებითა და სიკეთით, დაწვრილებით განმარტა გადარჩენის გამოსავალი იმ სიტუაციიდან, რომელიც საზოგადოებაშია შექმნილი, არსი და აზრი შემოქმედებითი საზოგადოების შექმნისა, რომელიც გვსურს გაგიზიაროთ თქვენ ყველას, ჩვენო ძვირფასო მეგობრებო!

აზრი და მიზანი

ყველაზე მთავარი – ეს არის მიზანი! თუ არის მიზანი – ყველაფერს აქვს აზრი, და თუ არა, მაშინ სხვა ყველაფერი უაზრობაა. რაშია ჩვენი მიზანი? ჩვენი მიზანი – გამოვიდეთ მომხმარებლური საზოგადოების ამ ჩიხიდან, არსებითად კი, ფარული მონობის, კამუფლირებული მონათმფლობელური წყობის ფორმიდან, რომელშიც ყველა ჩვენ, როგორც კაცობრიობა, დღეს ვარსებობთ, და დავიწყოთ ცხოვრება, როგორც ადამიანებმა და არა, როგორც მხეცებმა. ხოლო მთავარი მიზანი – ეს გახლავთ სულიერად თავისუფალ ადამიანთა იდეალური საზოგადოების მიღწევა და მშენებლობა, რომელიც იქნებოდა ღირსეული ცხოვრების, კეთილდღეობისა და სულიერ-ზნეობრივი აყვავების გარანტი ჩვენი მომავალი თაობებისათვის. სიყვარულისა და ადამიანობის საზოგადოება, ან, როგორც ამას სხვადასხვა რელიგიებში უწოდებენ – ედემი. მომავლის საზოგადოება, რომელიც უკვე ახლა გცვლის მოქმედებაში და აღავსებს შენს ცხოვრებას მაღალი აზრით.

რა არის ამისათვის აუცილებელი? განვითარების ეტაპობრიობა. იგორ მიხეილის ძემ მოგვცა ძირითადი გაგება იმის შესახებ, რომ შემოქმედებითი საზოგადოება – ეს მხოლოდ გარდამავალი ეტაპია კაცობრიობის ევოლუციისა მონათმფლობელურ-ფეოდალური წყობიდან თანამედროვე ადამიანებისათვის სრულიად ახალი წესისაკენ საზოგადოების ცხოვრებისა – იდეალური საზოგადოებისაკენ. შემოქმედებითი საზოგადოება წარმოადგენს გარდამავალ ეტაპს, რომლის გარეშეც შეუძლებელია უმაღლეს მიზნამდე – სულიერად თავისუფალ ადამიანთა იდეალურ საზოგადოებამდე მისვლა. 

იგორ მიხეილის ძემ ასეთი საინტერესო ასოციაციური მაგალითი მოიყვანა: “წარმოიდგინეთ მღელვარე ფართო მდინარე, რომელიც ყოფს პატარა კუნძულს, წყალს რომ მიაქვს, დიდი ნაპირისაგან. ამ პატარა კუნძულზე გარეული ცხოველებია. და ჩვენი თანამედროვე საზოგადოება ხომ, არსებითად, არაფრით მათგან არ განსხვავდება. ჩვენ გვაქვს დეკლარირებული სწორი რაღაცები, ვლაპარაკობთ ამაღლებულზე, იდეალებზე, ფაქტობრივად კი ვცხოვრობთ , როგორც მხეცები. ჩვენ დაქსაქსულები ვართ. ჩვენ შევქმენით ანკლავები. მუდმივად ვომობთ ტერიტორიებისთვის, ვარკვევთ ურთიერთობებს, ვაგებთ იერარქიებს, ვიბრძვით დომინირებისათვის.

ნუთუ ეს შეეფერება ადამიანს? ნუთუ ასეთ პირობებში ეკადრება ადამიანს ცხოვრება? დღევანდელ საზოგადოებაში ყველაფერი ადამიანის წინააღმდეგაა. ადამიანებმა თავად შექმნეს ზედნაშენები, რომლებმაც დაიმონეს კიდევაც ისინი. პრიორიტეტულია ინტერესები “ქაღალდზე”, “სახელმწიფო” ინტერესები, “საზოგადოების” ინტერესები მცირე ჯგუფების სახით, და მხოლოდ ყველაზე ბოლო ადგილზეა ადამიანის ინტერესები, რომელიც თავისივე ხელებით მათ “ზღაპრებს ცხადად აქცევს”, რითაც საკუთარ თავს კიდევ უფრო დიდ მონობაში იმწყვდევს. ნუთუ ეს ნორმალურია? ამ აბსტრაქციების შექმნით ჩვენ მათ საკუთარი უფლებები გადავეცით. მაგრამ ჩვენს უფლებებთან ერთად ჩვენ ჩვენი სიკეთეებიც წაგვართვეს. დადგა დრო ეს ყველაფერი ხალხს დაუბრუნდეს. ადამიანმა არ უნდა დაკარგოს ადამიანის სტატუსი, და მხოლოდ მაშინ გვაქვს შანსი ავაშენოთ იდეალური საზოგადოება. 

ჩვენს მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, იდეალური საზოგადოება – ეს არის ის, რაც მდინარის მეორე მხარეს მდებარეობს, სტაბილურობისა და კეთილდღეობის დიდ ნაპირზე, რომელსაც ედემი ეწოდება. და თავი რომ დავაღწიოთ წყალწაღებულ კუნძულს და გადავლახოთ სიკვდილის მდინარე, ჩვენ გვჭირდება ხიდის გადება ურთიერთობის მომხმარებლური, მხეცური ფორმატიდან, სადაც სიცრუე და ცილისწამება ბატონობს, ედემამდე, სადაც ჭეშმარიტება და სიყვარული სუფევს. და ეს ხიდი აგებული უნდა იქნას ხალხის საერთო ნების გამოვლინების მტკიცე ქვისა და მათი ერთობლივი მოქმედებისაგან. სწორედ ეს ხიდია შემოქმედებითი საზოგადოება, რომელიც 8 საყრდენზე დგას”. გადავწყვიტე დამეზუსტებინა: “და რა საყრდენებია ესენი?” იგორ მიხეილის ძემ თქვა, რომ ამ ხიდის საყრდენებს შემოქმედებითი საზოგადოების 8 საფუძველი წარმოადგენს. 

შემოქმედებითი საზოგადოების 8 საფუძველი

ადამიანი – ეს არის ფუძემდებელი ერთეული საზოგადოებისა. კაცობრიობა – ერთი დიდი ოჯახი.

  1. ადამიანის სიცოცხლე

    ადამიანის სიცოცხლე წარმოადგენს უმაღლეს ღირებულებას. საჭიროა გავუფრთხილდეთ ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლეს, როგორც საკუთარს. საზოგადოების მიზანი – უზრუნველყოს და იყოს გარანტი თითოეული ადამიანის სიცოცხლის ფასეულობისა. არ არსებობს და არ შეიძლება არსებობდეს უფრო ფასეული რამ, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე. თუ ფასეულია ერთი ადამიანი, ესე იგი, ფასეულია ყველა ადამიანი!

  2. ადამიანის თავისუფლება

    თითოეული ადამიანი იბადება უფლებით იყოს ადამიანი. ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი. ნებისმიერს აქვს არჩევანის უფლება. არავის და არაფერს არ შეუძლია დედამიწაზე იდგეს ადამიანზე, მის თავისუფლებაზე და უფლებებზე მაღლა. ადამიანის თავისუფლებისა და უფლებების განხორციელება არ უნდა არღვევდეს სხვა ადამიანების უფლებებსა და თავისუფლებებს.

  3. ადამიანის უსაფრთხოება

    არავის და არაფერს საზოგადოებაში არ აქვს უფლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლესა და თავისუფლებას!

    თითოეულ ადამიანს გარანტირებული აქვს ძირითადი სასიცოცხლოდ აუცილებელი მოთხოვნილებების უფასო უზრუნველყოფა, საცხოვრებლის, სამედიცინო მომსახურების, განათლებისა და სრული სოციალური უზრუნველყოფის ჩათვლით.

    საზოგადოების სამეცნიერო, საწარმოო და ტექნოლოგიური საქმიანობა მიმართული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესაკენ.

    გარანტირებული ეკონომიკური სტაბილურობა: ინფლაციისა და კრიზისების არარსებობა, სტაბილური და თანაბარი ფასები მთელ მსოფლიოში, ერთიანი ფულადი ერთეული, ფიქსირებული მინიმალური დაბეგვრა ან ასეთის არარსებობა.

    ადამიანისა და საზოგადოების უსაფრთხოება რაიმენაირი საფრთხისაგან უზრუნველყოფილია საგანგებო სიტუაციებთან ბრძოლის ერთიანი საერთო მსოფლიო სამსახურით.

  4. ინფორმაციის გამჭვირვალეობა და ღიაობა ყველასათვის

    თითოეულ ადამიანს აქვს უფლება მიიღოს სარწმუნო ინფორმაცია საზოგადოებრივი ფულადი სახსრების გადანაწილებისა და მოძრაობის შესახებ. თითოეული ადამიანისათვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია საზოგადოების გადაწყვეტილებათა შესრულების სტატუსის შესახებ.

    მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებას და ასახავენ ინფორმაციას მართლად, ღიად და პატიოსნად.

  5. შემოქმედებითი იდეოლოგია

    იდეოლოგია მიმართული უნდა იყოს საუკეთესო ადამიანური თვისებების პოპულარიზაციისაკენ და ყველაფრის აღკვეთისაკენ, რაც ადამიანის წინააღმდეგაა მიმართული. მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ადამიანურობის პრიორიტეტი, ადამიანის მაღალი სულიერ-ზნეობრივი მისწრაფებანი, ჰუმანურობა, კეთილსინდისიერება, ურთიერთპატივისცემა და მეგობრობის გაძლიერება.

    პირობების შექმნა ჭეშმარიტი ადამიანის განვითარებისა და აღზრდისათვის, თითოეულ ადამიანსა და საზოგადოებაში სულიერ-ზნეობრივ ფასეულობათა კულტივაცია.

    ძალადობის პროპაგანდის აკრძალვა, დაყოფის, აგრესიის, არაადამიანურობის გამოვლინების ნებისმიერი ფორმის გაკიცხვა და დაგმობა.

  6. პიროვნეპის განვითარება

    შემოქმედებით საზოგადოებაში ნებისმიერ ადამიანს აქვს ყოველმხრივი განვითარებისა და თვითრეალიზაციის უფლება.

    განათლება უნდა იყოს უფასო და ერთნაირად ხელმისაწვდომი ყველასათვის. ადამიანის მიერ თავისი შემოქმედებითი უნარებისა და ნიჭის რეალიზაციისათვის პირობების შექმნა და შესაძლებლობათა გაფართოება.

  7. სამართლიანობა და თანასწორობა

    ყველა ბუნებრივი რესურსი ეკუთვნის ადამიანს და პატიოსნად ნაწილდება ყველა ადამიანზე. არ არის დაშვებული რესურსების მონოპოლიზაცია და მათი არარაციონალური გამოყენება. ეს რესურსები სამართლიანად ნაწილდება მთელი დედამიწის მცხოვრებთა შორის.

    ადამიანს გარანტირებული აქვს შრომითი დასაქმება მისი სურვილის შემთხვევაში. შრომის ანაზღაურება იდენტური თანამდებობის, სპეციალობის, პროფესიისათვის უნდა იყოს ერთნაირი მთელ მსოფლიოში.

    თითოეულს აქვს უფლება კერძო საკუთრებაზე და შემოსავლებზე, მაგრამ საზოგადოების მიერ დაწესებული ინდივიდის კაპიტალიზაციის ოდენობის ფარგლებში.

  8. საზოგადოების თვითმმართველობა

    ცნება „ძალაუფლება“ შემოქმედებით საზოგადოებაში არ არსებობს, რამდენადაც პასუხისმგებლობა საზოგადოებაზე მთლიანობაში, მის განვითარებაზე, ცხოვრების პირობებზე და ჰარმონიულ წყობაზე, აკისრია თითოეულ ადამიანს.

    თითოეულ ადამიანს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს შემოქმედებითი საზოგადოების საქმეების მართვაში და კანონების მიღებაში ადამიანის ცხოვრების გასაუმჯობესებლად

    საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი, სოციალურად ყურადსაღები, ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტა, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე, ხდება საერთო სახალხო მსჯელობითა და კენჭისყრით(რეფერენდუმით).

ამ ინფორმაციამ ჩვენ შეგვძრა თავისი სიბრძნითა და სიღრმით. ბუნებრივია, თითოეულ ადამიანს სურს ასეთ საზოგადოებაში ცხოვრება. და დღეს ჩვენს წინაშე, ადამიანების, რომლებიც ვცხოვრობთ პლანეტა დედამიწაზე, რჩება მხოლოდ ერთი კითხვა: როგორ განვახორციელოთ ეს უმოკლეს ვადებში?

შემოქმედებითი საზოგადოების მშენებლობის ეტაპები

იგორ მიხეილის ძემ გვიპასუხა, რომ შემოქმედებითი საზოგადოების მშენებლობისათვის მნიშვნელოვანია ეტაპობრიობა, და განმარტა, რაში მდგომარეობს თითოეული ეტაპი.

  1. ინფორმირების ეტაპი. ეს გახლავთ კაცობრიობის ინფორმირება შემოქმედებითი საზოგადოების შესახებ. თითოეულ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია რაც შეიძლება მეტი რაოდენობის ადამიანის ინფორმირება. ეს არის ის, რასაც ახლა აკეთებს ბევრი კეთილსინდისიერი, წესიერი ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

  2. პოლიტიკური ეტაპი. პოლიტიკური პარტიების “შემოქმედებითი საზოგადოება” სხვადასხვა ქვეყნებში შექმნა შემოქმედებითი საზოგადოების ერთიანი იდეოლოგიით. საერთო კოორდინაცია პარტიებისა ხორციელდება საერთაშორისო ცენტრალური კომიტეტით, რომელსაც აკონტროლებს საერთაშორისო საზოგადოებრიობა – საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობა “ალატრა”, ანუ საზოგადოებრიობა, რომელიც პოლიტიკისა და რელიგიის მიღმა დგას. მიზანი მარტივია: პოლიტიკის, როგორც ინსტრუმენტის გამოყენება არა დაყოფის, არამედ ადამიანთა გაერთიანებისათვის.

  3. საერთო მსოფლიო რეფერენდუმი. საერთო საკაცობრიო რეფერენდუმის ჩატარება მთელი კაცობრიობის მიერ შემოქმედებითი განვითარების მოდელის მიღების თაობაზე, როგორც ერთადერთი მისაღები და აუცილებელი მოდელისა კაცობრიობის გადარჩენისათვის.

პირველი ეტაპი – ეს არის კაცობრიობის ინფორმირება შემოქმედებითი საზოგადოების შექმნის შესაძლებლობის შესახებ. ეს არის ის, რითაც ჩვენ ამჟამად აქტიურად ვართ დაკავებულნი. ადამიანებზე მათი საქმეები მეტყველებენ. უზარმაზარი რაოდენობა შემოქმედებითი პროექტებისა ყოველდღიურად ტარდება ცხოვრებაში საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობა “ალატრას” მონაწილეთა მიერ, და ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაიგოს მათ შესახებ მოძრაობის ოფიციალური რესურსებიდან და შეუერთდეს ამ სასიცოცხლოდ აუცილებელ ინიციატივას.

არსებობს საბაზო ინსტრუმენტი, რომელიც მთავარ როლს თამაშობს თანამედროვე საზოგადოებაში, რომლის მეშვეობითაც იმართება ჩვენი საზოგადოება. ეს პოლიტიკაა. თუ ჩვენ მას გამოვიყენებთ, ესე იგი, მნიშვნელოვნად დავაჩქარებთ შემოქმედებითი საზოგადოების მშენებლობის რეალიზაციას.

აგერ უკვე 6 000 წელია პოლიტიკა ადამიანის დამონებასა და მომხმარებლური ფასეულობების სისტემას ემსახურება. მაგრამ დღეს ის შეიძლება იყოს მთელი კაცობრიობის სამსახურში შემოქმედებითი საზოგადოების მშენებლობისას!

თანამედროვე საზოგადოების მართვის სისტემა იმგვარად არის მოწყობილი, რომ ჩვენ მივდივართ არჩევნებზე ჩვენს ქვეყანაში და ვირჩევთ ჩვენთვის შემოთვაზებულ კანდიდატებს, რომელთაც არჩევნების შემდეგ გადავცემთ ჩვენს უფლებებს. ანუ ჩვენ გადავცემთ საკუთარ უფლებებს ადამიანებს, რომლებსაც არ ვიცნობთ, და ამგავარად უუფლებოდ ვტოვებთ საკუთარ თავს. ჩვენ ხომ ამის დელეგირება მოვახდინეთ. მაგრამ ჩვენს უფლებებთან ერთად ჩვენ ჩვენი სიკეთეებიც გადავეცით. სწორედ ასე შევქმენით ზედნაშენი ადამიანზე. იმუშავებს კი ასეთი დანიშნული(რჩეული), რომელსაც ჩვენ მივანიჭეთ ძალაუფლებრივი უფლებამოსილებანი, ჩვენთვის ან ჩვენი ინტერესების შესაბამისად? დაგვიბრუნებს კი ის ჩვენს სიკეთეებს? არა, იმიტომ, რომ ის მათ მიეჩვია და ჩვენი სიკეთეები თავის საკუთრებად მიაჩნია. ის იფიქრებს საკუთარ თავზე, საკუთრ ოჯახზე, მაგრამ არა ჩვენზე. რატომ? მომხმარებლური ეგოისტური აზროვნებისას ის ჩათვლის, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ხალხის ინტერესებს დაიცავს, მაშინ ჩვენს დონემდე დაეშვება და დარჩება, როგორც ჩვენ – დეკლარირებული უფლებების ამარა და რეალური სიკეთეების გარეშე. ნუთუ ეს აბსურდი არ არის? ნუთუ ეს ფარული მონობის ფორმა არ არის?

ჩვენთვის ყველაფრის წართმევით ძალიან მკაცრი ვალდებულებები გაგვიწერეს, რომლებიც, არსებითად, უმრავლესობისთვის შეუსრულებელია. მათი სრული მოცულობით შესრულება, უბრალოდ, შეუძლებელია. ეს ადამიანებს იძულებულს ხდის იცხოვრონ მუდმივი განგაშისა და შიშის ქვეშ, აიძულებს განიცადონ თავიანთი მოწყვლადობა და არასრულფასოვნება. სწორედ ასეთ საზოგადოებაში ვართ იძულებულნი ვიცხოვროთ. სრული ჩანაცვლებები და მანიპულაციები! ამაშია მომხმარებლური საზოგადოების მთელი არსი. მასში ყველაფერი ასეა მოწყობილი იმიტომ, რომ ის ადამიანის წინააღმდეგ არის მიმართული. და ეს არის ფაქტი. შეუძლია კი ასეთ საზოგადოებას დიდხანს იარსებოს? აქვს კი მას მომავალი? ცხადია, რომ არა.

მაგრამ ნებისმიერი ინსტრუმენტი შიძლება გამოყენებულ იქნას როგორც საზიანოდ, ისე საკეთილდღეოდ, მისით შესაძლებელია ნგრევა ან შენება. ამიტომაც, პოლიტიკა იქნებ უნდა გახდეს კიდევაც ჩვენი ინსტრუმენტი სწორი და ნამდვილად სამართლიანი, სიცოცხლისუნარიანი, ცხოველმყოფელი საკანონმდებლო ბაზის შექმნისა შემოქმედებითი საზოგადოების მშენებლობისათვის.

დღესდღეობით ჩვენ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ და ვხელმძღვანელობთ რომის სამართლით, რომელმაც უკვე დიდი ხანია ამოწურა საკუთარი თავი. აუცილებელია ისეთი კანონების შექმნა, რომლებიც გარანტირებულად დაიცავენ თითოეული ადამიანის ინტერესებს. მათი ფუნდამენტი შემოქმედებითი საზოგადოების 8 საფუძველი გახდება. პოლიტიკა საქმით უნდა გახდეს საერთაშორისო ურთიერთობისა და გაერთიანების ინსტრუმენტი, ხელი შეუწყოს ხალხთა შორის მეგობრობას და არ წარმოადგენდეს წნეხის, აგრესიის ინსტრუმენტს, როგორც ეს ახლაა. ის შეიძლება და უნდა იქნას გამოყენებული არა შემდგომი დაყოფისათვის, არამედ პირიქით, მთელი საკაცობრიო ოჯახის უსწრაფესი გაერთიანებისათვის. 

თუ ჩვენ ასეთივე ტემპებით ვივლით, როგორც ახლა, პოლიტიკის, როგორც ინსტრუმენტის არგამოყენებით, მაშინ შემოქმედებითი საზოგადოების შექმნის პროცესი წლებში ხანგრძლივად გაიწელება. მოდით ჯანსაღად შევხედოთ, აქვს კი კაცობრიობას ეს დრო? იმისათვის, რომ დაჩქარდეს კაცობრიობის გადასვლის პროცესი მომხმარებლური ფორმატიდან შემოქმედებითი საზოგადოებისაკენ, ჩვენ შეგვიძლია და ახლავე უნდა გამოვიყენოთ პოლიტიკა, როგორც ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი.

ჩვენ ყველანი საკუთარი ქვეყნების მოქალაქეები ვართ. ჩვენ დავდივართ არჩევნებზე და ხმას ვაძლევთ სხვადასხვა კანდიდატებს. შემდეგ კი ვწუხვართ იმის გამო, რომ ისინი აუარესებენ ჩვენს ცხოვრებას და ამყარებენ მომხმარებლურ ფორმატს. იღებენ კანონებს, რომლებიც ჩვენს, როგორც ერთიანი საკაცობრიო ოჯახის წინააღმდეგ მუშაობენ და არა ჩვენი ინტერესების შესაბამისად. როგორც შედეგი, ჩვენი არსებობის პირობები მუდმივად უარესდება. ანუ ხელისუფლებაში მოსვლით ეს ადამიანები იცავენ ყველას ინტერესებს, მაგრამ არა ადამიანისა და ერთიანი საკაცობრიო ოჯახის ინტერესებს. როგორ შეიძლება, საერთოდ, მისცე ხმა პოლიტიკოსს, თუ ის ადამიანისა და მისი უფლებების წინააღმდეგია? როგორ უნდა მისცე მას ხმა, თუ ის სიცრუისა და ტყუილისკენ არის მიდრეკილი?

იმისათვის, რომ შევცვალოთ ეს სიტუაცია, ჩვენთვის აუცილებელია ხმა მივცეთ იმ პოლიტიკოსებს, რომელბიც შემოქმედებითი საზოგადოების 8 საფუძველს საკანონმდებლო დონეზე დანერგავენ და განახორციელებენ! და კიდევ უფრო უკეთესი, მარტივი და სწორი – ეს გახლავთ ერთიანი მსოფლიო პარტიის შექმნა სახელწოდებით “შემოქმედებითი საზოგადოება”, რომელიც მსოფლიოს თითოეულ ქვეყანაში დანერგავს შემოქმედებითი საზოგადოების 8 საფუძველს. და ამგვარად, ჩვენს მიერ მათთვის დელეგირებული უფლებების გამოყენებით, ახლავე დაიწყებს ჩვეთვის ჩვენი სიკეთეების დაბრუნებას და იმაზე მუშაობას, რომ უსწრაფესად გააერთიანოს მთელი კაცობრიობა ერთიან ოჯახში – შემოქმედებით საზოგადოებაში. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ყველა ქვეყანა მზად იქნება მომხმარებლური ფორმატიდან შემოქმედებითზე გადასასვლელად, ჩვენ შევძლებთ საერთო მსოფლიო რეფერენდუმის ჩატარებას, რომელიც ჩვენ – დედამიწის ყველა მცხოვრებს კანონმდებლობით დაგვაბრუნებს ერთიან საკაცობრიო ოჯახში – შემოქმედებით საზოგადოებაში.

და ამის გაკეთება ჩვენ მხოლოდ მშვიდობიანი გზით შეგვიძლია. როგორც პატივცემულმა იგორ მიხეილის ძემ თქვა: “კაცობრიობას არ სჭირდება რევოლუციები, კაცობრიობას სჭირდება ევოლუცია”.

სსმ “ალატრას” მონაწილე

ელჩინი

კომენტარის დატოვება