Logo Creative Society შემოქმედებითი
საზოგადოება

შემოქმედებითი საზოგადოების 8 საფუძველი

ადამიანი - ეს არის ფუძემდებელი ერთეული საზოგადოებისა. კაცობრიობა - ერთი დიდი ოჯახი.
Humanity is one big family.
1
ადამიანის სიცოცხლე

ადამიანის სიცოცხლე წარმოადგენს უმაღლეს ღირებულებას. საჭიროა გავუფრთხილდეთ ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლეს, როგორც საკუთარს. საზოგადოების მიზანი - უზრუნველყოს და იყოს გარანტი თითოეული ადამიანის სიცოცხლის ფასეულობისა. არ არსებობს და არ შეიძლება არსებობდეს უფრო ფასეული რამ, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე. თუ ფასეულია ერთი ადამიანი, ესე იგი, ფასეულია ყველა ადამიანი!

2
ადამიანის თავისუფლება

თითოეული ადამიანი იბადება უფლებით იყოს ადამიანი. ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი. ნებისმიერს აქვს არჩევანის უფლება. არავის და არაფერს არ შეუძლია დედამიწაზე იდგეს ადამიანზე, მის თავისუფლებაზე და უფლებებზე მაღლა. ადამიანის თავისუფლებისა და უფლებების განხორციელება არ უნდა არღვევდეს სხვა ადამიანების უფლებებსა და თავისუფლებებს.

3
ადამიანის უსაფრთხოება

არავის და არაფერს საზოგადოებაში არ აქვს უფლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლესა და თავისუფლებას!

თითოეულ ადამიანს გარანტირებული აქვს ძირითადი სასიცოცხლოდ აუცილებელი მოთხოვნილებების უფასო უზრუნველყოფა, საცხოვრებლის, სამედიცინო მომსახურების, განათლებისა და სრული სოციალური უზრუნველყოფის ჩათვლით.

საზოგადოების სამეცნიერო, საწარმოო და ტექნოლოგიური საქმიანობა მიმართული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესაკენ.

გარანტირებული ეკონომიკური სტაბილურობა: ინფლაციისა და კრიზისების არარსებობა, სტაბილური და თანაბარი ფასები მთელ მსოფლიოში, ერთიანი ფულადი ერთეული, ფიქსირებული მინიმალური დაბეგვრა ან ასეთის არარსებობა.

ადამიანისა და საზოგადოების უსაფრთხოება რაიმენაირი საფრთხისაგან უზრუნველყოფილია საგანგებო სიტუაციებთან ბრძოლის ერთიანი საერთო მსოფლიო სამსახურით.

4
ინფორმაციის გამჭვირვალეობა და ღიაობა ყველასათვის

თითოეულ ადამიანს აქვს უფლება მიიღოს სარწმუნო ინფორმაცია საზოგადოებრივი ფულადი სახსრების გადანაწილებისა და მოძრაობის შესახებ. თითოეული ადამიანისათვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია საზოგადოების გადაწყვეტილებათა შესრულების სტატუსის შესახებ.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებას და ასახავენ ინფორმაციას მართლად, ღიად და პატიოსნად.

5
შემოქმედებითი იდეოლოგია

იდეოლოგია მიმართული უნდა იყოს საუკეთესო ადამიანური თვისებების პოპულარიზაციისაკენ და ყველაფრის აღკვეთისაკენ, რაც ადამიანის წინააღმდეგაა მიმართული. მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ადამიანურობის პრიორიტეტი, ადამიანის მაღალი სულიერ-ზნეობრივი მისწრაფებანი, ჰუმანურობა, კეთილსინდისიერება, ურთიერთპატივისცემა და მეგობრობის გაძლიერება.

პირობების შექმნა ჭეშმარიტი ადამიანის განვითარებისა და აღზრდისათვის, თითოეულ ადამიანსა და საზოგადოებაში სულიერ-ზნეობრივ ფასეულობათა კულტივაცია.

ძალადობის პროპაგანდის აკრძალვა, დაყოფის, აგრესიის, არაადამიანურობის გამოვლინების ნებისმიერი ფორმის გაკიცხვა და დაგმობა.

6
პიროვნეპის განვითარება

შემოქმედებით საზოგადოებაში ნებისმიერ ადამიანს აქვს ყოველმხრივი განვითარებისა და თვითრეალიზაციის უფლება.

განათლება უნდა იყოს უფასო და ერთნაირად ხელმისაწვდომი ყველასათვის. ადამიანის მიერ თავისი შემოქმედებითი უნარებისა და ნიჭის რეალიზაციისათვის პირობების შექმნა და შესაძლებლობათა გაფართოება.

7
სამართლიანობა და თანასწორობა

ყველა ბუნებრივი რესურსი ეკუთვნის ადამიანს და პატიოსნად ნაწილდება ყველა ადამიანზე. არ არის დაშვებული რესურსების მონოპოლიზაცია და მათი არარაციონალური გამოყენება. ეს რესურსები სამართლიანად ნაწილდება მთელი დედამიწის მცხოვრებთა შორის.

ადამიანს გარანტირებული აქვს შრომითი დასაქმება მისი სურვილის შემთხვევაში. შრომის ანაზღაურება იდენტური თანამდებობის, სპეციალობის, პროფესიისათვის უნდა იყოს ერთნაირი მთელ მსოფლიოში.

თითოეულს აქვს უფლება კერძო საკუთრებაზე და შემოსავლებზე, მაგრამ საზოგადოების მიერ დაწესებული ინდივიდის კაპიტალიზაციის ოდენობის ფარგლებში.

8
საზოგადოების თვითმმართველობა

ცნება „ძალაუფლება“ შემოქმედებით საზოგადოებაში არ არსებობს, რამდენადაც პასუხისმგებლობა საზოგადოებაზე მთლიანობაში, მის განვითარებაზე, ცხოვრების პირობებზე და ჰარმონიულ წყობაზე, აკისრია თითოეულ ადამიანს.

თითოეულ ადამიანს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს შემოქმედებითი საზოგადოების საქმეების მართვაში და კანონების მიღებაში ადამიანის ცხოვრების გასაუმჯობესებლად

საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი, სოციალურად ყურადსაღები, ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტა, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე, ხდება საერთო სახალხო მსჯელობითა და კენჭისყრით(რეფერენდუმით).