კლიმატური მოვლენები უფრო არაპროგნოზირებადი ხდება და მათი შედეგები უფრო დესტრუქციული და მომაკვდინებელი.
2022 წლის 16 დეკემბერი
🆘 მალაიზია: სელანგორის შტატში 94 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ძალიან დიდი მეწყერი,ოცდაათ სართულიანი შენობის სიმაღლეზე, ტურისტულ ბანაკს ბატანგ კალიში შუაღამისას დაეჯახა.
ამ და სხვა კლიმატური კატასტროფების შესახებ დეტალებისთვის იხილეთ საგანგებო ამბების უახლესი გამოშვება.
2022 წლის დეკემბრის შუა რიცხვები
❄️ იაპონია: დიდთოვლობამ, რომელსაც თან ახლდა ძლიერი ქარი, დაფარა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთი და იაპონიის ზღვის სანაპირო.
დაახლოებით 16000 სახლი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე
დღის განმავლობაში 63 სმ თოვლი მოვიდა
2022 წლის 13-15 დეკემბერი
💨 ამერიკა: ამეტიკაში მინესოტას, ჩრდილოეთ დაკოტასა და სამხრეთ დაკოტას უმეტესი ნაწილი თოვლით იყო დაფარული.
ძლიერმა წვიმამ ბევრი ხე და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.
2022 წლის 13-15 დეკემბერი
🌀 სამხრეთ ავსტრალია: მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიაში ახლა ზაფხულის დასაწყისია, ქალაქებში ლონსსტონსა და მელბურნში მოხდა თოვლის შტორმის სერია, რომელიც აქ წელიწადის ამ დროს 30 წელზე მეტია არ ყოფილა.
2022 წლის ნოემბერი-დეკემბერი
💦 მალაიზია: უწყვეტმა წვიმამ მდინარეებში წყლის დონე საშიშ დონემდე აწია, ხოლო ნახევარკუნძულის კაშხლების უმეტესობა მაქსიმალურ დონემდე.
🌏 მიზეზები, თუ რა ხდება ჩვენს პლანეტაზე და ამ სიტუაციიდან გამოსვლის გზები გამოცხადდა 2022 წლის თორმეტ ნოემბერს საერთაშორისო ონლაინ ფორუმზე „გლობალური კრიზისი. ჩვენი ხსნა გაერთიანებაშია“.
შემოქმედებითი საზოგადოების პროექტის ოფიციალური ვებგვერდი:
ელ.ფოსტა: [email protected]
კომენტარის დატოვება