ჩვენი დედამიწა დიდი ნაგავსაყრელია?

26 იანვარი 2022
კომენტარები

დედამიწაზე 8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ჩვენს პლანეტას მოვეპყროთ კონსუმერისტურად და არც კი ვფიქრობთ იმაზე, რომ პირველ რიგში საკუთარ თავს ვაზიანებთ. მსოფლიოში, სადაც ყველაფერი გამდიდრების წყურვილს და უმარტივესი და იაფი გადაწყვეტილებების ძიებას ექვემდებარება, სადაც რესურსები არარაციონალურად გამოიყენება, ნაგავი ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ მწვავე პრობლემად იქცა.

  • სად ეავიღოთ ამდენი ნარჩენები?

  • ვინ გადაიხდის ნარჩენების გადამუშავებისთვია?

  • რა ხდება რეალურად ამ სფეროში?

  • და რატომ გაჩნდა ნაგვის მაფია?

ყველა ამ კითხვის გაგებაში დაეხმარა შემოქმედებითი საზოგადოების პროექტის მოხალისეების მიერ გულდასმით შეგროვებული და გაანალიზებული ინფორმაცია და საჯაროდ წარმოდგენილი კონფერენციაზე „გლობალური კრიზისი. სიმართლის დრო."


რესურსების არაგონივრული გამოყენება

ჩვენ იმდენად არარავიონალურად ვიყენებთ რესურსებს, რომ ვაწარმოებთ ბევრად მეტს, ვიდრე შეგვიძლია, შესაბამისად, მოხმარება. ჩვენ ვყრით საკვებს, ახალ ტანსაცმელს და ახალ მანქანებსაც კი.

  • ჩილეს ატაკამას უდაბნოში ახალი გაუყიდავი ტანსაცმლის უზარმაზარი ნაგავსაყრელი შეიქმნა. ტენდენციების სწრაფი ცვლილებით, ბევრი რამ უსარგებლო ხდება. ყოველწლიურად ჩილეს პორტში 59 000 ტონა ტანსაცმელი შემოდის, 38 000 ტონა კი მაინც აქ ნაგავსაყრელზე რჩება, რადგან გადამუშავებაში ან გატანაში არავინ იხდის. კიდევ რამდენი ტანსაცმელი ლპება ნაგავსაყრელებზე? გარდა ამისა, მსოფლიოში ყოველ წამში 1 სატვირთო ტანსაცმლის წვა ხდება! წარმოგიდგენიათ რამდენი რესურსი დაიხარჯა ამდენი ტანსაცმლის დამზადებაზე? რამდენი წყალი დაიხარჯა და ეს იმის მიუხედავად, რომ დაახლოებით ორი მილიარდი ადამიანი სუფთა სასმელი წყლის დეფიციტს განიცდის.

  • მსოფლიოში არის გაუყიდავი მანქანების სასაფლაოები, რომელთა უზარმაზარი ფართობი შთამბეჭდავია! წელიწადში ორი მილიონი ახალი მანქანა, რომელსაც ვერავინ ყიდულობს , ღია ცის ქვეშ ლპება. ასეთი ავტოსადგომები არის ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, იტალიაში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში.

  • გაეროს გლობალური ანგარიშის მიხედვით, ყოველწლიურად 900 მილიონი ტონა საკვები იყრება! ფულადი თვალსაზრისით, განადგურებულია 750 მილიონი დოლარის საკვები. ამ ყველაფრის მიუხედავად 2020 წელს 811 მილიონი ადამიანი იყო რომელიც არა საკმარისად იკვებება! მსოფლიოში არსებობს შიმშილის გლობალური ინდექსი, რომლის მსოფლიო საშუალო მაჩვენებლები სტაბილურად იზრდება. ომები და არანორმალური კლიმატური კატასტროფები ადამიანებს საკვების გარეშე ტოვებს, მხოლოდ მადაგასკარში 1,3 მილიონი ადამიანი შიმშილის საფრთხის ქვეშ იმყოფება! მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად 8000 ბავშვი შიმშილით იღუპება! 

ნაგავსაყრელები ირგვლივ ყველაფერს წამლავს!

მონაცემები ნაგვის ოდენობის შესახებ, რომელიც საჯაროდ არის ხელმისაწვდომი, მაჩვენებლები ძალიან შემცირებულია. მაგრამ ამ მონაცემებითაც კი, ყოველწლიურად ვყრით 2 მილიარდ ტონაზე მეტ ნარჩენს.

პლანეტაზე არსებული ეკოლოგიური კრიზისი სამომხმარებლო ფორმატის შედეგია

მთლიანობაში, 2021 წლის ბოლო 4 თვის განმავლობაში ნაგავსაყრელებზე 730 მილიონი ტონა ნაგავი გადაყარეს. შედარებისთვის, დედამიწის მთელი მოსახლეობა იწონის 300 მილიონ ტონას, ანუ სულ რაღაც 4 თვეში ჩვენ მთელი კაცობრიობის წონაზე 2,5-ჯერ მეტი ნაგავი გადავყარეთ.

ხანძარი ხშირად ჩნდება ნაგავსაყრელებზე, რაც კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებს ადამიანებსა და გარემოს.

მაგალითად, აგვისტოში ქუვეითში ძველი საბურავების სასაფლაოზე ხანძარი გაჩნდა. შავი კვამლის სვეტები კოსმოსიდანაც კი ჩანდა. ხანძარმა გამოიწვია ჰაერის ტოქსიკური დაბინძურება და ზიანი მიაყენა თითქმის 4,5 მილიონი ადამიანის ჯანმრთელობას.

ნაგვის დიდი ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვყრით, არ არის ბიოლოურად ხრწნადი და არ შეიძლება სათანადოდ გადამუშავდეს. ის წამლავს ჩვენს წყალს, ჰაერს, საკვებს - ჩვენს სიცოცხლეს.

მხოლოდ ერთი გაზიპურის ნაგავსაყრელი ინდოეთში შედარებულია ტაჯ მაჰალის სიმაღლესთან. ნარჩენები იხრწნება გამოიყოფა მეთანი და სხვა ქიმიკატები, იწამლება ნიადაგი და ჰაერი და იზრდება სათბურის ეფექტი. ნაგავსაყრელის გაზი შედის მიწაში, შემდეგ კი რეზერვუარებში, საიდანაც შემდგომში იღებენ სასმელ წყალს.

მეორე მაგალითი: ინდონეზიის დედაქალაქში, მდინარე ციტარუმის ნაპირზე, არის 200-ზე მეტი ტექსტილის ქარხანა, რომლებიც აწარმოებენ იაფ ტანსაცმელს მთელი მსოფლიოსთვის. ყოველდღიურად მდინარეში 20 000 ტონა ნარჩენი იყრება და 340 000 ტონა კანალიზაცია ჩადის. ისინი აბინძურებენ მდინარეს ტყვიით, ალუმინით, რკინით და მანგანუმით.

ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია, მაგრამ ეს ხდება მთელ მსოფლიოში! გარდა ამისა, გამოიყენება ნარჩენების დაწვა, რაც იწვევს ტოქსიკური მძიმე მეტალების შემცველი საშიში აირების გამოყოფას. კადმიუმი, ვერცხლისწყალი და ტყვია, ორგანიზმში შეღწევით, გავლენას ახდენს სისხლის მიმოქცევის და ნერვულ სისტემებზე, ქმნის გენეტიკური კიბოს რისკს. UNICEF-ის ბავშვთა ფონდის ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ ყოველი მესამე ბავშვიდან ერთს, დაახლოებით 800 მილიონ ბავშვს, სისხლში ტყვიის დონე იმდენად მაღალი აქვს, რომ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური აშლილობა და სიკვდილიც კი.

ნაგვის ნაგავსაყრელები თანამედროვე სამყაროში წარმოუდგენელ ზომებს აღწევს

გადამუშავება არ ცვლის სიტუაციას!

მსოფლიო ბანკის What a Waste 2.0 ანგარიშის მიხედვით, პლასტმასი, ქაღალდი და მუყაო, ლითონი და მინა მუნიციპალური ნარჩენების 38%-ს შეადგენს. და ამ გადამუშავებადი მასალის მხოლოდ 13.5% არის რეალურად არის გადამუშავებული მთელს მსოფლიოში, რაც მთლიანი ნარჩენების 5%-ს შეადგენს. ამის მიუხედავად, ჩვენი წარმოებისა და მოხმარების ტემპები მხოლოდ იზრდება, ისევე როგორც ჩვენს ირგვლივ ნაგავსაყრელები.

ამჟამად ნარჩენების გადამუშავება ძალიან შრომატევადი და ძვირია. ტონა გადამუშავებული ნაგვისთვის იხარჯება, წარმოუდგენელი რესურსები გარეცხვის, შეგროვების, მოტანის, დახარისხების, შეფუთვის, გაყიდვის და ა.შ. შედეგად, გამოდის, რომ გაცილებით მეტი ფულის დახარჯვაა საჭირონდა ამისთვის მზად არავინ არის. მაგალითად, PET პლასტმასის ერთ-ერთი სახეობა ახალი ფორმით ტონაზე დაახლოებით 500 ევრო ღირს, ხოლო გადამუშავებულში დაახლოებით 1000 ევრო. მწარმოებლისთვის აბსოლუტურად წამგებიანია პროდუქტის თვითღირებულება 2-ჯერ მეტი იყოს. მეტიც, სასტიკი კონკურენციის პირობებში მისი პროდუქტი წამგებიანი ხდება. პლასტმასის გადამუშავების კომპანიები იქამდეც კი მიდიან, რომ ახალი პლასტმასის უმეტესი ნაწილს ამატებენ გადამუშავებულ პლასტმასს და ყიდიან მას გადამუშავებული ეტიკეტის ქვეშ.

ნარჩენების გადამუშავების შესახებ დეკლარირებული მონაცემები ხშირად განსხვავდება რეალური სურათისგან. მაგალითად, გერმანიაში ნაგვის ნაწილი, რომელიც ითვლება გადამუშავებად, მიდის მესამე სამყაროს ქვეყნების ნაგავსაყრელებზე. ანალოგიური სიტუაციაა იაპონიაშიც. პლასტმასიც კი, რომელიც უბრალოდ დაწვეს, ითვლება გადამუშავებად.


გადამუშავების უმეტესობას, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში ხდება, უნდა ეწოდოს „დაუნციკლირება“. ეს ნიშნავს, რომ პლასტმასის, რომელიც გადის "დაუნციკლირების" პროცესს, არ შეიძლება მისი ხელახლა გამოყენება, მისი ხარისხი დაქვეითებულია. ამიტომ, საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვა: რატომ არის ნებადართული ამ ტიპის პლასტმასის წარმოება საერთოდ, თუ მათი გადამუშავება ან ხელახლა გამოყენება შეუძლებელია?

ნაგვის მაფია

ნაგავი არა მარტო ზიანს აყენებს ჩვენს პლანეტას, ფლორასა და ფაუნას და საკუთარ თავს, არამედ იმდენად ბრმები ვართ გამდიდრების წყურვილში, რომ წარმოიშვა ისეთი ფენომენი, როგორიცაა ნაგვის მაფია.

როგორც კი მსოფლიოში არადეგრადირებადი და შხამიანი ნაგავი გაჩნდა, გამოჩდნენ ისეთებიც, ვინც ამით ფულს შოულობს. მაფიის კლანები ყიდულობენ ტერიტორიებს და აქცევენ ნაგავსაყრელებად. და მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდზე ყველაფერი შეიძლება ლეგალურად გამოიყურებოდეს, ეს ნაგავსაყრელი ძირითადად მდებარეობს საცხოვრებელ დასახლებებთან ახლოს და არღვევს ყველა გარემოსდაცვით სტანდარტს.

ნაგვის მაფიის ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილია სამრეწველო ნარჩენების უკანონო ტრანსპორტირება. თუ ბიზნესს სურს მოიცილოს ტოქსიკური ნარჩენები და გადაიხადოს რაც შეიძლება ნაკლები თანხა, ის ნარჩენებს მაფიას გადასცემს. და იმის ნაცვლად, რომ მოხდეს სათანადო, მაგრამ ძვირადღირებული გზით გადაყრა, ეს ნარჩენები გატანილია და შემდეგ ქრება.

მაგალითად, მხოლოდ ნეაპოლისა და მიმდებარე რეგიონის ტერიტორიაზე გარემოსდამცველებს აქვთ მინიმუმ 1200 მცირე და დიდი უკანონო ნაგავსაყრელი. ფოსფორის, ვერცხლისწყლის, დარიშხანის რაოდენობა ამ რეგიონში 400-ჯერ აღემატება დადგენილ ნორმებს. სამედიცინო სტატისტიკის მიხედვით, აქ ხალხი კიბოთი იღუპება ორჯერ უფრო ხშირად, ვიდრე საშუალო მაჩვენებელი მთელს ქვეყნაში.

ადამიანები ცხოვრობენ და მუშაობენ ნაგავსაყრელებზე, რაც საფრთხეს უქმნის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას

ნაგავსაყრელების კონტროლით, მაფია არა მხოლოდ იღებს არაპროპორციულად მაღალ მოგებას, არამედ აქვს ქალაქების კონტროლის უნარი. როგორც კი მათ ნაგავსაყრელზე ნაგვის შეტანა ეკრძალებათ, ქალაქი ნაგავსაყრელად იქცევა.

რა შეგვიძლია შევცვალოთ?

ნაგავი საზოგადოების მომხმარებელთა ფორმატის გახრწნილი სახეა. ამით ჩვენ ვკლავთ პლანეტას და მით უმეტეს... თავს ვიკლავთ. ჩვენთვის არ არის მომგებიანი ნაგვის გადამუშავება. ჩვენთვის არ არის მომგებიანი ტექნოლოგიების შემუშავება, რომელიც ჩვენს პლანეტას გაასუფთავებს. მაგრამ ეს წამგებიანია სამომხმარებლო ეკონომიკის ფარგლებში, რომელსაც ჩვენ თვითონ ვაყენებთ ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა.

რაც ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ დღეს არის საზოგადოების ფორმატის შეცვლა სამომხმარებლოდან შემოქმედებითზე. როდესაც შემოქმედებითი საზოგადოების 8 საფუძველი ყველა ქვეყანაში კონსტიტუციურ დონეზე იქნება მიღებული, ასეთი სქემები შეუძლებელი იქნება. რადგან მთელ მსოფლიოში მთავარი ღირებულება იქნება ადამიანის სიცოცხლე. ასეთ პირობებში პლანეტაზე და ადამიანებს შორის ურთიერთობაში მთელი ამ სიბინძურისთვის ადგილი არ იქნება. ნებისმიერი ბიზნესი განვითარდება მხოლოდ ერთ მიზანზე - ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესება, პლანეტისა და მთელი კაცობრიობის სარგებელი.

კომენტარის დატოვება

კომენტარები (1)

  • ლელა ბლუაშვილი
    23.02.2023  |  12:13
    სამწუხაროდ ადამიანები ვერ იაზრებენ რახდება/ცნობიერება ძალიან დაბალია.სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს ეს ყველაფერი. დაჯდნენ მსოფლიოს წარმომადგენლები და მიიღონ შესაფერისი ზომები და უმკაცრესი კანონები ქვეყნებში/მხილოდ ეს გვიშველის /შეამცირონ წარმოება /და მოხდეს აღწერა მოსახლეობის { ამდენი გაუყიდავი ნივთების და ტექნიკის გაჩუქება დაიწყოს მოსახლეობაზე.გადააგზავნონ ეს ტვირთები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყნებში/სადაც ამდენი სოციალურად დაუცველი ადამიანი ცხოვრობს რომელსაც არ აქვს საკვები, ტანსაცმელი , ტექნიკა და არ ყავს ავტომობილი.,ეს საკვები რომელსაც უკვე ეწურება ვადა 4- 5 თვით ადრე რომ დარიგდეს მოსახლეობაში უფასოდ უსასყიდლოდ/ან ძალიან იაფად.და მე მაგალითად რომელიც ერთი უბრალო მოქალაქე ვარ გადავწყვიტვა,რა ღირებულების და ხარისხის პროდუქტი მინდა რომ შევიძინო .მექნება არჩევანის შაშუალება/ფასები ისეთი ძვირია რომ ჩვეულებრივი მოქალაქე უბრალოდ ვერ წვდება ხარჯებს/გაუმაძღარი ადამიანების გამო რომლებიც ადებენ სასწაულ ფასებს ყველაფერს ,ამ ადამიანების ბრალია ამ კატასტროფამდე მისვლა.ანუ ამ მიდგომებით მსოფლიო გაიყო სამ ფენად;მდიდარი,საშუაოლო და ღარიბი.თუმცა მალე დარჩება ორი ფენა; მდიდარი და ღარიბი /ასევე ძალიანმ მალე თუ ზომები არიქნა მირებული საერთოდ აღარანაირი ფენა აღარ იქნება დედამიწაზე/აქ ერთი პრობლემააა ყველა ბიზმესმენს ეშინია სიკეთის კეთების რომ ასე თუ მოიქცევა ვეღარ აწარმოებენ ახალ პროდუქციებს ,ბაზარზე აღარ იქნება სწრაფი და კარგი გაყიდვა და შეიძლება ეს სისტემა ჩამოიშალოს თუმცა ესეც დროებით სანამ არ დაბალანსდება ყველაფერი.ჯობია მოსახლეობამ გაძლოს მოდის გარეშე ვიდრე უბალოდ შეწყვიტოს არსებობა სამყარომ.
    კომენტარის დატოვება
    შემოქმედებითი საზოგადოება
    დაგვიკავშირდით:
    [email protected]
    ალატრას საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობის ოფიციალური ვებ-გვერდი:
    ახლა ყველას შეუძლია მართლაც ბევრის გაკეთება!