ატიპიური ზამთარი 2023: ანომალიური თოვლი, უდაბნოში წყალდიდობა, ქარიშხალი და წვიმა

5 თებერვალი 2023

2023 წლის დასაწყისი…

ძლიერმა წყალდიდობამ მორიგი შოკი მოუტანა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მცხოვრებლებს.

დღევანდელ გამოშვებაში მხოლოდ რამდენიმე მათგანს განვიხილავთ.

2023 წლის 18-20 იანვარი

სერბეთი: ზამთრისთვის არატიპიურმა ძლიერმა წვიმამ ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. დაიტბორა სახლები, სასოფლო-სამეურნეო მიწები და სარკინიგზო ლიანდაგები. ქვეყნის 7 მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

🌊 კოსოვოს, ალბანეთის, ბოსნიის, მონტენეგროს მცხოვრებლებს ასევე შეექმნათ პრობლემები წყალდიდობასა და წყლის დონის მატება მდინარეებში: ასობით ოჯახი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები.

2023 წლის იანვარი

🌀 ფილიპინები: 2023 წლის იანვრის დასაწყისიდან უწყვეტი წვიმა კვლავ აიძულებს ფილიპინების მოსახლეობას იბრძოლონ თავიანთი არსებობისთვის. სტიქიამ 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა.

2023 წლის იანვრის შუა რიცხვები

🌀 ბრაზილია: ბრაზილიის 26 მუნიციპალიტეტში წვიმამ და შტორმმა ათობით სახლი დააზიანა. ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მძვინვარე სტიქიიებმა ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. არიან დაკარგული ადამიანები.

2023 წლის 27 იანვარი

🌊 ახალი ზელანდია: ძლიერმა წვიმამ ფართო წყალდიდობა გამოიწვია ახალი ზელანდიის უდიდეს ქალაქ ოკლენდში. გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. შეფერხდა საჰაერო და სახმელეთო სატრანსპორტო კავშირები.

ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად სხვადასხვა კონტინენტზე, ჩრდილოეთ ამერიკიდან აღმოსავლეთ აზიამდე, თოვლის არანორმალური და რეკორდული რაოდენობაა დაფიქსირებული.

2023 წლის იანვრის შუა რიცხვები

❄️ აშშ, კალიფორნია: თოვლის საფარის დონემ სიერა-ნევადას მთიანეთში და მის შემოგარენში ნორმის 250%-ს მიაღწია. სატელიტური ფოტოთი თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ადგილი პლანეტის ყველაზე დიდი თოვლის ტომარაა.

2023 წლის 14-17 იანვარი

❄️ აშშ, არიზონა: რეკორდული თოვლი მოდის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში. ზოგან თოვლის საფარის სიმაღლე ერთნახევარ მეტრზე მეტს აღწევდა.

2023 წლის 15-18 იანვარი

❄️ პირენეები: საფრანგეთსა და ესპანეთს გამყოფ პირენეების მთებზე, თოვლის საფარის სიმაღლე ორ მეტრს აღწევდა.

2023 წლის 17 იანვარი

🌊 ტიბეტი, ნინგჩი: მთებიდან ჩამოსულ ზვავს სულ მცირე 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მან გადაკეტა გასასვლელი გვირაბიდან ტიბეტის ქალაქ ნიინჩის მახლობლად. ხალხი აღმოჩდა ხაფანგში პირდაპირ თავიანთ მანქანებში.

2023 წლის 17 იანვარი

❄️ ჩინეთი: იშვიათმა თოვლმა დაფარა ტაკლა მაკანის უდაბნო. მკვეთრი სიცივის შედეგად მოძრავი უდაბნოს დიუნები დათოვლილ მთებად გადაიქცა.

2023 წლის 18-19 იანვარი

🌀 ესპანეთი: ქარიშხალმა ფიენ-მა ესპანეთში ძლიერი თოვლი და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა მოიტანა თითქმის მთელ ქვეყანაში. თოვლის ნალექმა ასობით კილომეტრი გზა გადაკეტა.

2023 წლის 21-23 იანვარი

❄️ იაპონია, კუნძული ჰოკაიდო: იაპონიის არქიპელაგში სიცივისა და ქარბუქების უკიდურესად ძლიერი ტალღა მოვიდა.

2023 წლის იანვრის შუა რიცხვები

🌀 საუდის არაბეთი: ამ თვის განმავლობაში ქვეყანაში კლიმატის ანომალიები უბრალოდ შოკისმომგვრელი იყო. უდაბნო წყალდიდობით არაერთხელ დაზარალდა, შემდეგ კი ანომალიური სეტყვა და თოვლი.

არავისთვის აღარ არის საიდუმლო, რომ არაბულ მიწაზე მომხდარი კლიმატური ანომალიები განკითხვის დღის ნიშნებს მიუთითებს.

კაცობრიობა გლობალური კლიმატის ცვლილების ეპოქაში შევიდა.

🛑 თუ გსურთ გაიგოთ რეალურად რა ხდება კლიმატთან დაკავშირებით, ასევე იხილოთ მოვლენების ანალიტიკური პროგნოზი უახლოეს მომავალში, უყურეთ საერთაშორისო ონლაინ ფორუმს „გლობალური კრიზისი. ჩვენი ხსნა გაერთიანებაშია“

👉 გლობალური კრიზისი. ჩვენი ხსნა გაერთიანებაშია | საერთაშორისო ონლაინ ფორუმი 12.11.2022

https://creativesociety.com/ka/global-crisis-our-survival-is-in-unity

შემოქმედებითი საზოგადოების პროექტის ოფიციალური ვებგვერდი:

https://creativesociety.com

გამოიწერეთ ტელეგრამის არხი და გაეცანით მიმდინარე მოვლენებს:

▶️https://t.me/creativesociety_com


ბოლო კლიმატის ანგარიშები
videoImg
ფაქტორი იქსი: საიდუმლო, რომელიც პლანეტის კლიმატს ცვლის
12/13/2024
videoImg
2024 წლის ნოემბერი: შტორმები, რეკორდები და კლიმატის ქაოსი, რომელიც აშინებს მსოფლიოს!
12/6/2024
videoImg
მომენტი, როდესაც ყველაფერი შეიცვალა: არავინ ელოდა ასეთ ამოფრქვევას!
11/25/2024
videoImg
არავინ ელოდა: ელვამ მატჩის მიმდინარეობა სამუდამოდ შეცვალა!
11/14/2024
videoImg
ტრაგედია ესპანეთში | ქალაქი 10 წუთში წყალში გადავიდა!
11/7/2024
videoImg
უსაფრთხოების ილუზია | როგორ ამახინჯებს მანიპულაციები კლიმატის რეალობას
11/5/2024
videoImg
გლობალური წყალდიდობა | ტექნოლოგიები გადაარჩენს მილიონობით სიცოცხლეს!
10/24/2024
videoImg
ფრთხილად! ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი მოდის!
10/23/2024
videoImg
ქარიშხალი მილტონი | ქაოსი იზრდება!
10/23/2024
videoImg
კატასტროფები არ წყდება! რა გველოდება შემდეგში?
10/21/2024
ნახეთ ყველა
ალატრას საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობის ოფიციალური ვებ-გვერდი:
ახლა ყველას შეუძლია მართლაც ბევრის გაკეთება!
კომენტარის დატოვება
შემოქმედებითი საზოგადოება
დაგვიკავშირდით:
[email protected]
ალატრას საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობის ოფიციალური ვებ-გვერდი:
ახლა ყველას შეუძლია მართლაც ბევრის გაკეთება!